ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება მიუთითებს, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი მიმართულებით მიდის

12.10.23 12:30


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება მიუთითებს, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

 

„საშუალო ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს შემდგომ წლებში 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც რეალურად იმის დამაჯერებელ პერსპექტივას ქმნის, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა დუნდუამ.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპით 193 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე გავიდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები