ეკონომიკა

გიორგი ამილახვარი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

25.10.23 18:00


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

„გიორგი ამილახვარმა როლანდ პრაისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები - „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

შეხვედრის დასასრულს გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები