სომეხთა დაუნდობლობა _  „მამაცი“ სომეხი მეომრები „ თურქების“ წინააღმდეგ (მე-8 ნაწილი)

14.11.23 12:10


სომხეთის არმიისათვის გენერალთა კორპუსის, ოფიცერთა შერჩევა და მათი მოზიდვა ეროვნულ კადრში ძირითადში განვლილი საბრძოლო გზისა და პროფესიული ნიშნით ხდებოდა. სომხური ნაციონალური კორპუსის ჩამოყალიბების ინიციატივას რუსეთის არმიის ოფიცრები, პოდპოლკოვნიკები ი. ტიგრანიანი და ნ. მელიქ-ფარსადანიანი, პეტროგრადის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი ლევონ ტიგრანიანი და პეტროგრადის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი აკოფ ბაგრატუნი ჩაუდგნენ სათავეში.

 

თუმცა, გენერალ-მაიორი ტიგრანიანი მალევე ჩამოშორდა სომხური ნაციონალური კორპუსის შექმნის საქმეს. უკვე 1918 წლის თებერვალში იგი რუს ბოლშევიკთა წითელ არმიაში გადავიდა. როგორც ,,ვოენსპეცი“, შემდგომ წლებში იგი წითელი არმიის პეტროგრადის სამხედრო ოლქის შტაბში მსახურობდა მომარაგების სამსახურის სხვადასხვა თანამდებობებზე. 1917 წლის აგვისტოში სომხური კორპუსი რუსული საარმიო კორპუსის ანალოგიური სტრუქტურით დაიგეგმა.

 

სომეხი ეროვნების საბჭოთა ავტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ცატურ აღაიანის მიხედვით სომხური კორპუსის ჩამოყალიბება გენერალ აკოფ ბაგრატუნის დაევალა. მისი გათვლებით სომხური კორპუსის პირადი შემადგენლობის რაოდენობას 80000-თვის უნდა მიეღწია.

 

სომხური ნაციონალური კორპუსის მონახაზი პეტროგრადში რუსეთის სამხედრო მინისტრის მოადგილეს სავენკოვს წარედგინა განსახილველად. დაფუძნდა სომეხთა სამხედრო კომისრის თანამდებობა თბილისში და კომისრად დაშნაკთა პარტბიუროს გადაწყვეტილებით გენერალ-მაიორი ივანე (ოვანეს) ახვერდოვი დაინიშნა, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ივნისიდან, სომხეთის პირველი სამხედრო მინისტრიც გახდა.

 

საერთო ჯამში, I მსოფლიო ომის ფრონტებიდან კავკასიის ფრონტზე 40000 სომეხი ეროვნების ოფიცრისა და ჯარისკაცის გადმოყვანა დაიგეგმა. ამ მუშაობაში აქტიურად ჩაებნენ გენერლები: ახვერდიანი, ბოზოიანი, პოდპოლკოვნიკი ნ. მელიქ-ფარსადანიანი და სხვები. 15 დეკემბრიდან კი გენერალი ბაგრატუნიც ჩაერთო აქტიურ მუშაობაში. დასავლეთის მიმართულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა და ამ მიმართულების სარდლობა გენერალმა თომა ნაზარბეგოვმა შეითავსა. ამ მიმართულებაზევე მოიყარეს თავი გენერლებმა არეშიევმა, სილიკოვმა, დრომ (დრასთამატ კანაიანი), ყორღანოვმა, არარატიანმა. სამხრეთის მიმართულებაზე მოქმედებდა გენერალი ანდრანიკ ოზანიანი, რომლის დაქვემდებარებაში იყო როგორც რეგულარული, ასევე ძირითადში მოხალისეთა ნაწილები, აღმოსავლეთისაზე კი - გენერლები ბაგრატუნი და ბაგრამიანი, აგრეთვე - ამაზასპი...

 

რაც შეეხება მიზანდასახულობის ფაქტორსა და სახელმწიფოს მხრიდან ეროვნული შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის ერთიან სამხედრო-პოლიტიკურ ხედვას, აქ, სომხური მხარე ქართულთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობდა.

 

საზოგადოდ, სამხედრო შენაერთების, საჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საბრძოლო სულისკვეთება და მათი ზნეობრივ-მორალური სახე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისათვის. ხშირ შემთხვევებში კი, კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას, მას გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენიჭება. ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიას მრავლად ახსოვს ისეთი ფაქტები, როდესაც სხვადასხვა ოპერაციების მსვლელობისას ამ ფაქტორს გადამწყვეტი როლი უთამაშია და ერთი შეხედვით მარცხისათვის განწირული მხარე გამარჯვებულიც კი გამოსულა.

 

ისტორიულ წიაღსვლებს ამჯერად თავს ავარიდებთ და არ განვიხილავთ ქართველი და სომეხი ეთნოსის დამოკიდებულებას ზოგადად ომისადმი, მათთვის ისტორიულად დამახასიათებელ და საყოველთაოდ ცნობილ საბრძოლო სულისკვეთებას. ერთი კია, რომ ,,ომი სომეხთათვის შემთხვევითი საქმე იყო. მათ სპეციალურ საყვარელ საქმიანობას ვაჭრობა და რეწვა წარმოადგენდა“.  ეს შეფასება რუს ავტორს ეკუთვნის.

 

დავუბრუნდეთ ისევ I მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტს და აქ მიმდინარე პროცესებს. ფაქტი ის არის, რომ სანამ რუსეთის კავკასიის არმიის შენაერთები ომის პირველ ეტაპზე წარმატებულ შეტევით ოპერაციებს ანხორციელებდნენ, სომეხ მოხალისეთა რაზმებიც რეგულარულ ჯართან ერთად მედგრად მიიწევდნენ წინ და ,,ომის სისხლიანი კვალის ლიკვიდაციით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ქურთებისა და თათრების მიერ დატოვებულ სოფლებსა და სავარგულებს აძლევდნენ ცეცხლს, ხოცავდნენ ბრძოლის ველზე დარჩენილ დაჭრილებს, სიკვდილით უსწორდებოდნენ თვით რუსი ჯარისკაცებისა და კაზაკების მიერ კონვოირებულ ტყვეებს’’, - გვამცნობს ცნობილი ქართველი ავტორი, პეტრე გელეიშვილი-ყარიბი, თავის წიგნში ,,Красная Книга“.

 

 ცალმხრივობაში რომ არ დაგვდონ ბრალი, მოცემულ სკითხთან დაკავშირებით ამონარიდს მოვიყვანთ სომეხი ავტორის, სახელმწიფო მოღვაწისა და მეცნიერის, 1921-1923 წლებში საბჭოთა სომხეთის იუსტიციის მინისტრის, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის და საბჭოთა სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, არტაშეს კარინიანის ნაშრომიდან ,,К характеристике армянских националистических течений― (,,სომხური ნაციონალისტური მიმდინარეობების დახასიათების შესახებ”). ავტორი გვამცნობს: ,,რუსული ჯარის გამარჯვებებით ფრთაშესხმული ,,მოხალისეები” იჭრებოდნენ დაკავებულ ოლქებში და ყველანაირად ცდილობდნენ თავისი გავლენების გაძლიერებას. ამასთან, ყოველივე ამას არასომეხი მოსახლეობის ჟლეტვა ახლდა თან. რუსული არმიის მეთაურთა მოხსენებითი ბარათებიდან და ბრძანებებიდან ჩანს, რომ სომეხ მოხალისეთა რაზმები ძირითადში არაქრისტიანი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით იყვნენ დაკავებულნი”.

 

 მეორე სომეხი ავტორი, ანაიტ ლალაიანი კი, თავის ნაშრომში ,,Контррреволюционный Дашнакцутюн и империалистическая война 1914-1918 г.г.‖ (,,კონტრრევოლუციური დაშნაკცუტიუნი და 1914-1918 წლების იმპერიალისტური ომი“), აღნიშნავდა - ,,მოხალისეთა მოძრაობა” იმით ხასიათდებოდა, რომ ისინი დაშნაკური რაზმების სისხლისმსმელი ხუმბაპეტების (ანდრანიკ ფაშა, ამაზსპი და სხვა) მეთაურობით მაქსიმალურ ,,სიმამაცეს” თურქი ქალებისა და ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფების გაჟლეტვის საქმეში ავლენდნენ. დაშნაკური რაზმებით დაკავებული თურქული სოფლები ცოცხალი ადამიანებისაგან იწმინდებოდა და ნანგრევებად იქცეოდა, რომლებიც დასახიჩრებული გვამებით იყო მოფენილი…”

 

 აი, ასეთი ,,საბრძოლო დამსახურებებით” გამოირჩეოდნენ ნაქები სომხური ნაწილები, ეს ე.წ. ,,სომხური პოლკები” და ასე მამაცურად იბრძოდნენ სომეხი მეომრები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაშნაკური საბრძოლო რაზმები ე.წ. ,,პარტიზანული ომით’’, რეალურად კი, თურქეთის მუსლიმი მოსახლეობის (და არა მხოლოდ მათი) ხოცვა-ჟლეტით, მათი ქონების ძარცვით, გაპარტახებითა და განადგურებით იყვნენ დაკავებულნი.

 

აი, რას ვკითხულობთ რუსეთის კავკასიის არმიის შტაბის განსაკუთრებულ საქმეში, სადაც ერთ-ერთი რუსი ოფიცერი ამბობს: ,,თითქმის ყველა ჩვენი ოფიცერი მოწმე იყო იმისა, თუ როგორ არღვევდნენ სამხედრო დისციპლინას არა მარტო [სომხური] რაზმების წევრები, არამედ მათი მეთაურებიც. ჩვენ ვხედავდით მათ შორის განხეთქილებებსა და ინტრიგებს, ამპარტავნობას, სიმხდალეს, ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტებს, და რაც მთავარია, ჩვენს მიერ დაკავებულ თურქულ ოლქებში, ზოგჯერ კი კავკასიის მუსლიმ მოსახლეობაზე ძალადობას’’. ასეთი ქმედებების აღსაკვეთად ვანში შედგენილ იქნა სამხედრო-საველე სასამართლო, რომელმაც ,,ტყვე ქურთების მკვლელობისათვის სამ მოხალისეს: კუტრიკ ტიოსოვს, აზის მინასოვს და მესროპ მელიქოვს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა’’. ამით აღშფოთებულმა ვანის გუბერნატორმა, არამმა მოითხოვა: ,,რუსეთის არმიას ტყვედ ჩაბარებული ყველა ქურთი ჩათვლილ იქნას სამხედრო დამნაშავედ და მათ მიმართ გატარდეს დასჯის უკიდურესი ზომა, ე.ი. სიკვდილით დასჯა’’.

 

კავკასიელი და ანატოლიელი სომხების მსგავსად, ბალკანეთში მყოფი ,,მოხალისე“ სომხებიც ,,ბრძოლიდან თავის არიდებით, დეზერტირობით, სხეულის თვითდაზიანებებითა და პოლიტიკანობით“ იყვნენ დაკავებულნი.

 

იხილეთ ნაწყვეტი გერმანელი ოფიცრის, ოსმალეთის იმპერიაში გერმანიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელისა და ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო ინსპექტორის, გენერალ ლიმან ფონ სანდერსის მემუარიდან: ,,იარაღის ტარების უნარის მქონე ყველა მუსლიმანი თურქეთის არმიაში იმყოფებოდა, ამიტომ სომეხთათვის სირთულეს არ წარმოადგენდა მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა. სომხები მხოლოდ ზურგიდან და ფლანგებიდან ქურდული თავდასხმებით არ შემოიფარგლებოდნენ. ისინი მშვიდობიანი მუსლიმი მოსახლეობის ჟლეტით იყვნენ დაკავებულნი. სომეხთა მიერ ჩადენილი ჩემთვის ცნობილი მხეცობის ფაქტები მრავალჯერ აღემატებოდა თურქთათვის მიწერილ ულმობლობას”.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული ობიექტურობისათვის ისევ სომეხი ავტორის, ანაიტ ლალაიანის სიტყვებს დავიმოწმებთ მისი ნაშრომიდან ,,Контррреволюционный Дашнакцутюн и империалистическая война 1914-1918 г.г.‖, სადაც ვარამი, სომეხთა ერთ-ერთი ,,საბრძოლო რაზმის’’ თავკაცი, ასე გადმოგვცემს თავისი ,,გმირობის” ამბებს: ,,მე ყველაფრის განურჩევლად გავანადგურე თურქული სოფელი ბასარ-გეჩარი. მაგრამ ხანდახან ტყვიები დაგენანება კაცს. ჩემის აზრით, ამ ძაღლების წინააღმდეგ ყველაზე საიმედო გზა შემდეგია - ბრძოლის შემდეგ უნდა შეაგროვო ყველა ცოცხლად გადარჩენილი, ჩაყარო ღრმა ჭაში და ზემოდან მძიმე ქვებით ჩაქოლო, ისე, რომ ვერავინ გადარჩეს. ეს საუკეთესო გზაა და მეც ასე მოვიქეცი: შევაგროვე ყველა მამაკაცი, ქალი და ბავშვი, ჩავყარე ჭაში და ქვებით ამოვავსე იგი”.

 

სხვათა შორის, XX საუკუნის 90-იან წლებში ასეთი ჭების გათხრები ჩატარდა. ამ ღონისძიებების შესახებ შესაბამისი დოკუმენტური ვიდეო-მასალებიც არსებობს, საიდანაც კარგად ჩანს ზემოთ მოყვანილი ფაქტების რეალობა.

 

ცნობილი თურქოფობი, ხოსე არფა წერს: ,,1914 წელს თურქთა დამარცხების შემდეგ სარიყამიშთან, რუსთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თურქეთისა და კავკასიელი სომხების მოხალისეთა რაზმები გამოჩნდნენ. ერთ-ერთ მათგანს სისხლისმსმელი, ვინმე ანდრანიკი მეთაურობდა... ეს სომხები შურს იძიებდნენ ქურთებზე და გაუგონარ მხეცობებს ჩადიოდნენ მათ წინააღმდეგ. 1915-დან 1918 წლამდე პერიოდში თურქეთის აღმოსავლეთ ვილაიეთებში 600000-დე ქურთი იქნა მოკლული”.

 

სომხეთის პოლიტიკური მოღვაწეები სახელმწიფო ხელისუფლებას არა სახელმწიფოს მართვის, არამედ მუსლიმი მოსახლეობის გაჟლეტისა და მათი ქონების დაუფლების მიზნით იყენებდნენ. როდესაც სომხეთში ამ სისხლიანი პოლიტიკის საწინააღმდეგო ხმები გაისმა, ქვეყნის ხელმძღვანელებმა უპასუხეს: ,,თურქები სულ ძარცვავდნენ სომხებს, და სომხებმა ერთხელ მაინც რატომ არ უნდა გაძარცვონ თურქები?“

 

ბორიანს შემდეგი დასკვნა გამოაქვს: ,,...ეს ფაქტები იმის საფუძველს გვაძლევს, რომ სომეხმა დაშნაკებმა თურქებს გადააჭარბეს“.

 

1983 წლის ჟურნალ ‖San Francisco Chronicle‖-ის 11 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ვინმე ბ. ამარიანის სტატიის (იგი ე.წ. ,,სომეხთა გენოციდზე” მოთქვამდა) საპასუხო პუბლიკაცია, სადაც არზრუმელი ებრაელი ავტორი ღიად საუბრობს სომეხთა დაუნდობლობებზე, რასაც ისინი I მსოფლიო ომის მსვლელობისას ჩადიოდნენ ებრაელების წინააღმდეგ. სტატიაში ვკითხულობთ: ,,ჩვენ ხელთა გვაქვს უტყუარი და პირველადი ინფორმაცია სომეხთა მხეცობების შესახებ ჩვენი ხალხის (ებრაელების) წინააღმდეგ, რომელიც წინ უსწრებდა ე.წ. 1915 წლის სომეხთა ჟლეტას, როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ. ჩვენ მოწმენი ვართ ჩვენი თანამემამულის სიკვდილით დასჯისა არზრუმთან ახლოს ჩვენი სომეხი მეზობლების მიერ, რომლებმაც ამავე დროს გაანადგურეს ყველა და ყველაფერი, რაც აქამდე ებრაელებსა და მუსლიმანებს ეკუთვნოდათ... (ელიჰუ ბენ ლევი. ვაკავილი, კალიფორნია”)

 

ოსმალთა მე-2 საარმიო კორპუსის სარდალი, გენერალი ქიაზიმ ყარაბექირ ფაშა კი, ასე აღწერს სომეხთა მიერ ჩადენილი მხეცობების ამბავს არზრუმთან ახლოს, სოფელ ალაჯაყეიში: ,,დახოცილთა გვამები ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ეს ძნელად წარმოსადგენია საღად მოაზროვნე კაცისთვის. ბავშვები ხიშტებით იყვნენ დახოცილნი, ქალები და მოხუცები შენობაში გამოკეტეს და დაწვეს. ახალგაზრდები კი, ნაჯახით იყვნენ დაჩეხილები. მათი შიგნეულობა ლურსმნებზე იყო ჩამოკიდებული“.

 

ოსმალთა იმპერიის უმაღლესმა ხელისუფლებამ სომეხთა ამ ქმედებების საპასუხოდ, 1915 წლიდან, ადეკვატური ზომების გატარება დაიწყო, კერძოდ - იმპერიის აღმოსავლური ვილაიეთებიდან სომეხი ხალხის გადასახლება საომარი მოქმედებების რაიონიდან შორს, ქვეყნის სიღრმეში, მესოპოტამიაში.

 

თავის წიგნში - ,,Алашкертская и Хамаданская операция на Кавказском фронте мировой войны в 1915 году―, გენერალი ნიკოლაი კორსუნი, რომელსაც ვერაფრით ვერ მივაწერთ არმენოფობობას, წერდა: ,,... აღნიშნულ პერიოდში მილიონამდე ადამიანი იქნა ევაკუირებული. სამხედრო ხელისუფლება და თურქი ხალხი კორექტულად იქცეოდნენ ევაკუირებულებთან მიმართებაში... ეპიდემიებმა და სხვადასხვა სირთულეებმა ევაკუირებულთა დაახლოებით 50%-ის დაღუპვა გამოიწვია. ამ ევაკუაციამ თურქთა მე-3 არმია სომეხი ეროვნების ჩინოვნიკების, სპეციალისტებისა და მუშების გარეშე დატოვა“.

 

როგორც ვხედავთ, გენერალი კორსუნი აღმოსავლეთ ანატოლიიდან დეპორტირებული სომეხი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დაღუპვის მიზეზად ეპიდემიებს და ,,სხვადასხვა სირთულეებს“ ასახელებს, რაც თან ახლდა ამ პროცესს. 1918 წლის დასაწყისისათვის კი 1914-1915 წლებში არსებული სურათი ისევ განმეორდა. ერზინჯანიდან უკანდახეულმა სომხურმა ნაწილებმა და დაშნაკურმა საბრძოლო რაზმებმა ადგილობრივი მუსლიმებისა და სხვა არასომეხი მშვიდობიანი მოსახლეობის მორიგი დემოციდი მოაწყვეს.

 

დაშნაკთა პარტიის აპოლოგეტი და მეხოტბე ედუარდ ოგანესიანი ასე აღწერს ამ ამბებს: ,,რამდენიმედღიანი შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ სომხურმა ჯარებმა სომხურ მოსახლეობასთან ერთად ერზინჯანი დატოვა. თურქები მათ ფეხდაფეხ მიყვებოდნენ, ქურთები კი, ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან ესხმოდნენ მათ თავს, რაც წარმოუდგენლად ართულებდა უკანდახევას, რომელიც ფაქტიურად ბრძოლით უკანდახევას წარმოადგენდა. მალე უკანდახეულებს სხვა სამხედრო ქვედანაყოფები და ლტოლვილებიც შეუერთდნენ. ეს უზარმაზარი მრავალათასიანი ბრბო მკაცრი ზამთრის პირობებში დიდ დანაკარგებს განიცდიდა: ვის ხელი მოეყინა, ვის ფეხი, უმრავლესობა კი, უბრალოდ თოვლში მწოლიარე დარჩა. ასე რომ, ჯარისკაცთა 40% მწყობრიდან გამოვიდა, ასეულობით კი, ბრძოლებში მოკლეს და დაჭრეს. გასაგებია, რომ ტანჯვისგან გავეშებული ადამიანთა ეს მასა იმ თურქებს ესხმოდა თავს, ვისაც გზაში ხვდებოდა. ასე რომ, ერზინჯანიდან არზრუმამდე არც ერთი თურქული სოფელი არ დარჩა ხელუხლებელი: ყველა ეს სოფელი ან გადაწვეს ან გაანადგურეს, ხოლო მოსახლეობამ ან გაქცევით უშველა თავს ან ყველა ამოხოცეს. სომეხთა ამ შურისძიებამ კიდევ უფრო გააბრაზა თურქები და ეს ომი სომხურ-თურქულ ხოცვა-ჟლეტად გადაიქცა. მეომარი მხარეები ტყვეებს არ იყვანდნენ - მათ დაუყოვნებლივ ხოცავდნენ. მხარეები ომის წარმოების არანაირ წესს აღარ იცავდნენ, ადამიანებიც მხეცებად იქცნენ.

 

11 თებერვლისათვის უკანდახეულმა სომხურმა არმიამ და ერზინჯანის მოსახლეობამ არზრუმს მიაღწიეს. იმავე დღეს თურქულმა ჯარებმა ტრაპიზონი დაიკავეს და ხელში ჩაიგდეს რუსული არმიის მიერ დატოვებული უზარმაზარი მარაგები. ფასეულობები, რაც თურქებმა ჩაიგდეს ხელში, მილიონობით რუსული ოქროს რუბლით ფასდებოდა. დასავლეთელი სომხები თავქუდმოგლეჯილები გამორბოდნენ აღმოსავლეთ სომხეთში და მათმა პირველმა ქარავნებმა უკვე მოაღწიეს ერევნამდე და თბილისამდე. არზრუმის გადამწყვეტ ბრძოლაში სომხები დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ანდრანიკი სარდლობდა, რომლის სიმამაცეც ყოველთვის იწვევდა ხალხის აღფრთოვანებას“. აქ თვით ოგანესიანიც კი აღიარებს იმ ფაქტს, რომ შიშით თავგზააბნეული სომეხი ზინვორები ერზინჯანიდან უკანდახევის დროს მშვიდობიანი თურქი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით იყვნენ დაკავებულნი.

 

ერთობ საინტერესოა ცარისტული არმიის ოფიცრის, დევე-ბოინუს საარტილერიო პოზიციის უფროსის, არზრუმის მე-2 საალყო საარტილერიო პოლკის მეთაურის, პოდპოლკოვნიკ ტვერდოხლებოვის მემუარების გაცნობაც არზრუმში დატრიალებული მოვლენების შესახებ 1918 წლის დასაწყისისათვის, რომლის უშუალო თვითმხილველსაც იგი წარმოადგენდა. თავის მემუარში იგი წერს, რომ რუსების წასვლის შემდეგ არზრუმის კომენდანტად დაინიშნა ბულგარელი სომეხი - ტორგომი და ერთდროულად დაიწყო მშვიდობიანი თურქი მოსახლეობის მასიური დარბევები და ხოცვა-ჟლეტა. ტვერდოხლებოვის მონაცემებით, ერზინჯანში სომხებმა დახოცეს 800 მშვიდობიანი თურქი. სოფელ ილიჯაში, არზრუმთან ახლოს, ასევე ამოწყვიტეს მთელი მოსახლეობა. (სხვათა შორის, ისევე როგორც ბასარ-გეჩარის შემთხვევაში, სოფელ ილიჯაში ჩატარებული გათხრების შესახებაც არსებობს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს ,,უძლეველ სომეხ მეომართა საგმირო საქმეები’’. სომხები თავიანთ საქციელს იმით ამართლებდნენ, თითქოს ოკუპირებული ქალაქების მოსახლეობა შეიარაღებულ გამოსვლებს აპირებდა სომხების წინააღმდეგ. შემდეგ პოდპოლკოვნიკი ტვერდოხლებოვი აგრძელებს: ,,ჩვენ, რუს ოფიცრებს, რომლებიც თითქმის ორი წელი გვერდიგვერდ ვცხოვრობდით ქალაქის მოსახლეობასთან და მშვენივრად ვიცნობდით მათ, არ გვჯეროდა მოსახლეობის ვითომდა აჯანყების შესახებ და დაუფარავად დავცინოდით სომეხთა სიმხდალეს’’.

 

1918 წლის იანვრის დასაწყისში ტორგომმა ქვემეხთა ზალპების ქვეშ დიდი აღლუმი მოაწყო, რომელსაც კავკასიის არმიის ფაქტობრივი მთავარსარდალი, გენერალი ოდიშელიძეც ესწრებოდა. ტორგომმა სომხურ ენაზე წაკითხულ თავის გამოსვლაში არზრუმში ,,სომხური ავტონომიის“ დაარსება და საკუთარი თავის მის მმართველად დანიშვნა გამოაცხადა. ასეთი საქციელისთვის გენერალმა ოდიშელიძემ იგი სასწრაფოდ გააძევა არზრუმიდან.

 

აანალიზებს რა გენერალ ანდრანიკისა და საერთოდ სომხური ნაწილების პირადი შემადგენლობის ქმედებებს, ტვერდოხლებოვი ასკვნის: ,,არ ვიცი, იქნებ ანდრანიკი ძალიანაც კომპეტენტური იყო საომარ საქმეებში, მაგრამ მისი განკარგულებები, რომლებიც ეხებოდა არტილერიას და მე გადმომეცემოდა პოლკოვნიკ დოლუხანოვის პირით, გამაოგნებელი იყო თავისი არაპროფესიონალიზმითა და დილეტანტობით. აშკარად ჩანდა, რომ სომხები, ანდრანიკის მეთაურობით, მთელ იმედებს რუსულ ზარბაზნებსა და არტილერიის რუს ოფიცრებზე ამყარებდნენ... მათი მთავარი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო: თავიანთი გაქცევა რუსული ზარბაზნებით დაეფარათ. სინამდვილეშიც ასე მოხდა’’. თურქული ქვედანაყოფები კი ქალაქს უახლოვდებოდნენ. ასეთ ვითარებაში სომეხი ჯარისკაცების მხრიდან კიდევ უფრო გაიზარდა არზრუმის მოსახლეობის ძარცვა-გლეჯვის, ქონების განადგურებისა და ხოცვა-ჟლეტვის მასშტაბები.

 

იგივე მემუარიდან: ,,მე საქმის კურსში ჩავაყენე ,,დოქტორი’’ ზავრიევი, რომ ქალაქში დარბევები და ქონების ულმობელი გაჩანაგება დაიწყო... შემდეგ მე შევეკითხე მას, თუ რისთვის მიჰყავს მილიციას სადღაც ქალაქის მუსლიმანი მოსახლეობა. მან მიპასუხა, რომ მათ რკინიგზის ხაზის გასაწმენდათ აგროვებენ. ჩემს შენიშვნაზე კი, თუ რატომ ხდება მათი გარეკვა მაინცდამაინც შუაღამისას და ისიც უმეტესად მოხუცებისა და ხეიბრებისა, მან დაამატა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის’’. 

 

,,დაპყრობილი ოლქების მთავარი გენერალ-კომისრის’’ თანამდებობაზე დროებითი მთავრობის მიერ გენერალი პიოტრ ავერიანოვი იყო დანიშნული თუმცა რეალურ ძალაუფლებას დაშნაკი ლიდერები, გენერალი ანდრანიკ ოზანიანი და აკოფ ზავარიანი ფლობდნენ.

 

ქალაქის მისადგომებთან თურქთა მცირერიცხოვანი ავანგარდის გამოჩენისთანავე კი ნაქებმა სომხურმა ჯარებმა უმალ დაიხიეს უკან და ყოველგვარი შებრძოლების გარეშე დათმეს საგულდაგულოდ გამაგრებული პოზიციები. ოსმალთა მიერ არზრუმის აღების შესახებ გენერალი ოდიშელიძე შემდეგ ცნობას აწვდიდა ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარეს: ,,არზრუმის დატოვება უმთავრესად გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ჯარმა სამხედრო ბრძანება არ შეასრულა. გარდა ამისა, რუსეთის ქვეშევრდომ სომხებში თავი იჩინა სახლში წამოსვლის სურვილმა, ხოლო ოსმალეთის სომხები სრულიად გაუწვრთნელები იყვნენ. ამიტომ არზრუმში მყოფი 3 ათასიანი ქვეითი ჯარი ერთ დიდ ბრბოდ გადაიქცა და უკან წამოვიდა სარიყამიშისაკენ, აფიცერთა უმრავლესობა კი გასანკალაში დარჩა. საიმედო ჯარის ნაწილებია მხოლოდ მურადის (ამბარცუმ ბოიაჯიანი) და სეფუს (არშაკ ნერსესიანი) ჯართა ცხენოსანი რაზმი, რომელთაც ნაბრძანები აქვთ უზრუნველყოს ჩვენი ჯარის უკან დახევა და რომელიც წამოვა სამხედრო წესით. თან აქვთ 6 სამთო ზარბაზანი. გასანკალა დაარბიეს და იწვის. არზრუმის აღების დროს განკარგულება იყო გაცემული, გაენადგურებიათ მთელი არტილერია, მაგრამ პოლკ. ზინკევიჩი თითქმის დარწმუნებულია, რომ ამის სისრულეში მოყვანას ვერ შესძლებდნენ, ვინაიდან უკან დახევა ისე მოულოდნელად მოხდა, რომ 20 აფიცერი არზრუმში დარჩა. დასწვეს საინტენდანტო და სხვა საწყობები, გარდა დიდი სასურსათო მაღაზიისა. ზინკევიჩის აზრით არზრუმში შემოვიდა ოსმალთა 3 ათასი კაცისგან შემდგარი რეგულიარული ჯარი 4 ზარბაზნითა და 4 ტყვიის მფრქვეველით, 3 ცხენოსანი პოლკი ერთი აეროპლანით. ჩვენ დავკარგეთ დაახლოებით 200 დაჭრილი და დახოცილი. გენ. ანდრანიკი თავისი შტაბით გადავიდა კაპრიკეიში. 28 თებერვალს გენ. ანდრანიკმა მაცნობა, რომ კაპრიკეი იცლება და ჯარი გასანკალადან მოუწესრიგებელი და შიშით მოცული იყო სომხური ქვედანაყოფების უკანდახევა, რომლებიც გამაგრებულ საბრძოლო პოზიციებს ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის გამოჩენამდე ტოვებდნენ.

 

 ,,უკანდახეულები საცოდავ და ამაზრზენ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ისინი ხან მოკლე საბრძოლო მწკრივებად გაიშლებოდნენ, ხან ისევ შეგროვდებოდნენ ერთად. აშკარად ჩანდა, რომ სიმხდალისა და შიშისაგან წინ წაწევას ვერ ბედავდნენ’’, - აღნიშნავდა თავის ჩანაწერებში პოდპოლკოვნიკი ტვერდოხლებოვი.

 

,,მოხდა ზუსტად ისე, როგორც წარმომედგინა. გარბოდნენ და ზურგს რუსული ზარბაზნებითა და რუსი ოფიცრებით იმაგრებდნენ. მაშინ, როცა რუსი ოფიცრები ბრძოლაში თავისი ხელით ტენიდნენ და უმიზნებდნენ ზარბაზნებს, რითაც შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს აკავებდნენ, სომეხი ,,მეომრები’’ მათ ზურგს უკან ხოცავდნენ და კუწავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას... აღმოჩნდა, რომ სომეხთა მამაცი ქვეითი ჯარი, ღამით, სიბნელის საფარქვეშ, თითქმის სრულად გაიქცა ბრძოლის ველიდან, თავს უშველა და ყარსის შოსესაკენ გაიფანტა. ამ გაქცევას ურაგანის სახე ჰქონდა... თუმცა არა... ურაგანიც კი ვერ შეძლებდა ასე ჩქარა დაეცალა არზრუმი სომხებისაგან, რა სიჩქარითაც თავად სომხებმა მიატოვეს ქალაქი. თავად ის ფაქტი, რომ თავდაცვის ხაზზე და ქალაქში ფაქტიურად არ აღმოჩნდნენ მოკლული და დაჭრილი სომეხი ჯარისკაცები, თავისთავად მეტყველებდა იმაზე, თუ როგორ მედგრად და დიდხანს იბრძოდნენ ისინი’’. წარმოდგენილი დოკუმენტური მასალების გაცნობისას, დამატებითი კომენტარების გაკეთებაც კი ზედმეტია, იმდენად ნათელია ყველაფერი. ეს ისტორია ძალიან მალე კიდევ ერთხელ გამეორდება - ქართული შენაერთის შეტევის პასუხად, ზუსტად ასეთ ტემპში და ასეთივე წარმატებით დაცალეს სომხურმა ნაწილებმა და საბრძოლო რაზმებმა ქალაქი შულავერი სომხეთ საქართველოს ომის დროს, 1918 წლის 29 დეკემბრის გამთენიისას და თავქუდმოგლეჯილებმა მოჰკურცხლეს უკან, აირუმისაკენ.

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები