მსოფლიო

ამერიკელების 45% მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინაზე ძალიან დიდ თანხას ხარჯავს - Associated Press  

22.11.23 17:40


აშშ-ის მოქალაქეების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უკრაინის დახმარებაზე ძალიან ბევრს ხარჯავს, - ამის შესახებ უკრაინული მედია Associated Press-ზე  დაყრდნობით წერს. 

 

ამავდროულად, სოციოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აშშ-ის მოქალაქეებს შორის უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეები შემცირდა.

 

გამოკითხული ამერიკელების 45% ახლა ფიქრობს, რომ აშშ-ის მთავრობა ძალიან ბევრს ხარჯავს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 52% იყო.

 

გამოკითხულთა კიდევ 38% აცხადებს, რომ აშშ-ის დახმარების დონე ისეთია, როგორიც უნდა იყოს. 14% კი ამბობს, რომ აშშ-მა უკრაინის დახმარებაზე კიდევ უფრო მეტი უნდა დახარჯოს.

 

ამერიკელი მოზარდების ნახევარი შეშფოთებულია, რომ რუსეთის გავლენა პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. დემოკრატები (53%) და რესპუბლიკელები (51%) თანაბრად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მთავრობის ქმედებებით.

 

მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უჭერს მხარს (57% დემოკრატებში, 42% რესპუბლიკელებში). 10-იდან დაახლოებით 4 მხარს უჭერს სახელმწიფო სახსრების პირდაპირ უკრაინაში მიმართვას (54% დემოკრატებში, 24% რესპუბლიკელებში).

 

 

pia.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები