მსოფლიო

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს

07.12.23 10:40


აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა.

 

რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ უკრაინის დახმარება დაკავშირებული იყოს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხთან.

 

კანონპროექტს მხარი სულ 51 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49-ვე რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტი დაემტკიცებინათ, სულ 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები