მსოფლიო

ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტისკენ მოუწოდა

07.12.23 11:40


გაეროს გენერალურმა მდივანმა პირველად გამოიყენა ორგანიზაციის წესდების 99-ე მუხლი, რომელიც მას უფლებას აძლევს, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

 

ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ისრაელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

 

გაეროში ისრაელის ელჩმა გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები