მსოფლიო

გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები დედამიწაზე ჯოჯოხეთს გადიან  

12.12.23 17:45


გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელის ფილიპ ლაზარინის განცხადებით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობა დედამიწაზე ჯოჯოხეთს გადის.  

 

ლაზარინის თქმით, დახმარების განაწილება ღაზას სექტორის დიდ ნაწილზე ბრძოლის ინტენსივობისა და მთავარ გზებზე გადაადგილების შეზღუდვის გამო შეჩერებულია. 

 

„ღაზაში დაუსრულებელი ღრმა ტრაგედია გრძელდება. ხალხი ცხოვრობს ქუჩაში, მათ დახმარება სჭირდება, ისინი დედამიწაზე ჯოჯოხეთს გადიან“, - აცხადებს ფილიპ ლაზარინი. 

 

მისივე თქმით, ლტოლვილთა სააგენტო ფორსმაჟორული სიტუაციის წინაშე დგას. 

 

 

pia.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები