საზოგადოება

თბილისის მერი კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა

29.12.23 16:40


თბილისის მერი, კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

 

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მისთვის და მისი ოჯახისთვის დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია.

„მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

 

დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!

 

ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები