მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

05.01.24 11:10


გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, რადარებს, სატვირთო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას.


კერძოდ, გერმანიამ უკრაინას მიაწოდა Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა საბრძოლო მასალებთან ერთად, რაკეტები IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, Leopard 2 A6-ის ტანკების საბრძოლო მასალა და 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის თითქმის 10 000 ჭურვი.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები