მსოფლიო

ზელენსკი: თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს ძალას ბრძოლის ველზე

08.01.24 10:00


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და, ამრიგად, უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე.


"საჰაერო თავდაცვის ნაკლებობაა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე უკრაინის ქალაქების თავდაცვისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა 500 დარტყმა განახორციელა. დიახ, მათი უმეტესობა ჩვენი პარტნიორების დახმარების წყალობით მოვიგერიეთ - 70%-ზე მეტი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს ძალას ბრძოლის ველზე. მათ სხვა ძალა არ აქვთ", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები