მსოფლიო

მედია - ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

18.01.24 12:55


ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 

„დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სარავანის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში კიდევ ორი მამაკაცი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა“, - განაცხადა სისტანი-ბელუჯისტანის ოსტანის გუბერნატორის მოადგილემ, ალირეზა მარჰამატიმ.

 

პაკისტანის მიერ სისტანი-ბელუჯისტანში განხორციელებული შეტევების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში პაკისტანელი დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

 

შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები