მსოფლიო

პალესტინის მედიის ცნობით, ღაზას ქალაქ შიფას ჰოსპიტალთან ავიაიერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

19.01.24 12:33


სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზას ქალაქ შიფას ჰოსპიტალთან. ამის შესახებ პალესტინის მედიაიტყობინება. 

 

ამავე ინფორმაციით, გარდა დაღუპულებისა, არიან დაშავებულებიც. ამ ეტაპზე უცნობია მათი რიცხვი. 

 

ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

რაც შეეხება, ისრაელის თავდაცვის ძალებს, მათ მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

ინფორმაციისთვის, 18 იანვარს თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი კომპრომისზე არ წავა და „ჰამასს“ სრულად გაანადგურებს. 

 

pia.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები