ეკონომიკა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11.03.24 15:55


საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

„სსფ-ის მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.

 

სსფ-ის მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.

 

შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.  ასევე, გააცნო მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები