პოლიტიკა

გივი ჩხარტიშვილი სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე: სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული

14.03.24 13:00


თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ღამით კორპუსში აფეთქება მოხდა, სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

 

როგორც გივი ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქებამ სხვა კორპუსებიც დააზიანა.

 

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის მოქალაქეები გადაყვანილები არიან სხვადასხვა სასტუმროში. დიდია დაზიანება [შენობის]. სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

 

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები