პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

14.03.24 17:00


2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს.

 

„ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე.

 

სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები