პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ენჯეოების“ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რაც აუცილებელია, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული

23.04.24 17:00


„ენჯეოების“ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რაც აუცილებელია, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს.

 

პრემიერის განცხადებით, საჭიროა მეტი ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ადგილი ჰქონდა 2021-2022 წლებში.

 

„რეალურად ყველა ვხედავთ, რომ დიდი რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას. მათი გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ინფორმირებული საზოგადოება აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული. ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. მათ უნდათ მეტი ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ადგილი ჰქონდა 2021-2022 წლებში. შესაბამისად, ამ კანონის მიღებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. მითუმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვერავინ ვერავითარი არგუმენტი წარმოადგინა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები