ანალიტიკა

ფაშინიანის სიტყვები იცვლება „არცახი სომხეთია - და წერტილი", სიტყვებამდე „სომხეთი არ აპირებს ომს ყარაბაღისთვის“

24.04.24 8:52


ყველას ახსოვს, როგორ გამოაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2019 წლის აგვისტოში ყარაბაღის ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ სრულიად უკანონოდ ორგანიზებულ ეგრეთ წოდებულ „პან-სომხურ თამაშებზე“ გამოაცხადა „არცახი სომხეთია-და წერტილი!.” თუმცა, თუ ვიმსჯელებთ ფაშინიანის ბოლო განცხადებებიდან, 1996 წლიდან მსოფლიო საზოგადოება არ განიხილავს ვარიანტებს გარდა იმისა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. მან ეს პირდაპირ ერევანს განუცხადა. სომხეთის მოკავშირეებმაც კი, როგორიც საფრანგეთია, ურჩიეს სომხებს აზერბაიჯანის ფარგლებში ეძიათ თავიანთი „არცახისთვის“ „სტატუსები“.

 

2019 წელს ოკუპირებული მიწების „სომხების“ მფლობელობაში არსებობის შესახებ განცხადებებმა, ისევე როგორც ფაშინიანის უარმა აზერბაიჯანის ტერიტორიების დეოკუპაციის დაწყებაზე, გარდაუვალი გახადა ყარაბაღის საკითხის „ძალადობრივი გადაწყვეტა“. შედეგად, აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, გაათავისუფლა ყარაბაღი ოკუპანტებისგან.

დღეს, როგორც ჩანს, სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ სჯობს სხვისი ქონება „კეთილი ნებით“ დათმოს, ვიდრე ამას „ტკბილი სიტყვით“ სთხოვენ. შედეგად, სომხეთმა ღაზახის რეგიონში 4 არაანკლავური სოფლის დეოკუპაცია გადაწყვიტა. ღაზახის რეგიონში 3 და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის 1 ანკლავური სოფლის გათავისუფლება ჯერ კიდევ წინ არის. ნიკოლ ფაშინიანმა, 2019 წელთან შედარებით, მკვეთრად შეცვალა რიტორიკა და ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს ომის დაწყებას ყარაბაღისთვის.

 

„აშკარაა, რომ იყვნენ ძალები, რომლებსაც ამ პირობებში (აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტული ოპერაცია ყარაბაღში 2023 წლის სექტემბერში - რედ.) სურდათ სომხეთის რესპუბლიკის ჩათრევა ომში შორსმიმავალი მიზნებით. წინა კითხვებზე ვუპასუხე, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს ომს მთიანი ყარაბაღის გამო. მე ვთქვი, რომ სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა ამბიციები არ გააჩნია“, - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა და პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთს 29 743 კვ.კმ-ის გარდა სხვა ამბიციები არ აქვს. არც ერთი მიმართულებით - „...არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, არც დასავლეთით და არც აღმოსავლეთით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საფუძველზე უნდა ავაშენოთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი...“ - აღნიშნა მან.

 

თავისი „მშვიდობისმოყვარეობის“ დასადასტურებლად, ნიკოლ ფაშინიანმა მხოლოდ ყაზახის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყება ახსენა:

 

„სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე გამოვავლინეთ ჩვენი გულწრფელობა დელიმიტაციის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი გულწრფელობა, რადგანაც გავაკეთეთ შემდეგი: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგას ნაბიჯები, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში, კერძოდ,  საუბარია 4 სოფელზე - ყიზილ-ჰაჯილი, ხეირიმლი, აშაგი-ასკიფარა, ბაგანის აირუმი, რათა ამ სოფლებში, სადაც ახლა ხალხი არ ცხოვრობს, მათი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი.

 

ასევე ვაცხადებთ, რომ იგივე პროცესის შედეგად, სომხურ სოფლებში - ბაგანისში, ვოსკეპარში, კირანცში, ბერქაბერში, თანაბრად შესაძლებელი უნდა გახდეს უსაფრთხოების თვალსაზრისით შიშის გარეშე ცხოვრება, რათა ამ ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სახლებში, შექმნან ოჯახები და ყავდეთ ბავშვები . – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ვერაფერს იტყვი, საკმაოდ გონივრული სიტყვები და როგორც იქნა საღი აზრია. ეს უნდა შეივსოს იმით, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მდებარე ათობით სხვა სოფლის დევნილ აზერბაიჯანელებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და იცხოვრონ აქ მშვიდობიანად. თუმცა, რატომღაც, ნიკოლ ფაშინიანის „მშვიდობა“ ამ მიმართულებით ჯერ არ ვრცელდება.

 

ეს, კერძოდ, ირიბად გამომდინარეობს იმავე ინტერვიუს დროს მისივე ნათქვამიდან, რომეოლიც უშუალოდ ეთნიკური სომხების ყარაბაღში დაბრუნებას ეხება. მისი ერთ-ერთი რეგიონალური ვიზიტის დროს, ყარაბაღიდან წასული ქალი ფაშინიანს მიუახლოვდა და ჰკითხა ყარაბაღში დაბრუნების ნამდვილს შესაძლებლობაზე:

 

„მე ვთქვი, რომ პირდაპირ და გულწრფელად ვუპასუხებდი: არსებულ ვითარებაში და იმ წარმოდგენებში, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში, იმ წარმოდგენებში, რომლებიც არსებობს აზერბაიჯანში, იმ წარმოდგენებში, რომლებიც არსებობს მთიანი ყარაბაღის სომხებში, ამ პირობებში, ეს იდეები არა მგონია რეალისტური იყოს. მე ვუთხარი: ვერ მოგატყუებთ, რადგან რეალური რომ ყოფილიყო, დეპორტაცია მთიანი ყარაბაღიდან არ მოხდებოდა“, - უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

სწორედ აქ ცრუობს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ჯერ ერთი, აზერბაიჯანული ყარაბაღიდან სომხების „გადასახლება“ არ მომხდარა. ყველა მათგანი, აჰყვა რა სეპარატისტთა აჟიოტაჟს და მუქარას, სრულიად ნებაყოფლობით დატოვა ეს აზერბაიჯანული მიწა. აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ ევედრებოდა დარჩენას და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას.

 

გავიხსენოთ - იყო თუ არა მსგავსი წინადადებები სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან ეთნიკური აზერბაიჯანელების დარჩენის შესახებ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე 1987-1991 წლებში? აზერბაიჯანელები არა მხოლოდ დეპორტირებულნი იყვნენ, ისინი ძალადობრივად გააძევეს, დახოცეს ან სცემეს.

 

მეორეც, აზერბაიჯანი კვლავ იწვევს ყარაბაღელ სომხებს, რომ დაბრუნდნენ და მიიღონ მოქალაქეობა. არის თუ არა მსგავსი წინადადებები სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანელ დევნილთა მისამართით მათი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან? არა!

 

ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები კი, რომ მისთვის „არარეალურია“ ეთნიკური სომხების ყარაბაღში დაბრუნება, მიუთითებს იმაზე, რომ ის არც კი აპირებს ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შესთავაზოს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაბრუნება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფაშინიანის "მშვიდობისმოყვარეობა" კვლავ "იხრება" სომხური ეთნიკური ნაციონალიზმის მიერ შედგენილ "ვადაგადაცილებულ" და წინასწარ დადგენილ "სისხლიან საზღვრებზე", ისევე როგორც მის განზრახვაზე იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ აზერბაიჯანელები თავიანთ საგვარეულო მიწაზე (ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორიაზე)  ვერ იცხოვრონ მშვიდად თანატომელთა გვერდით.

 

ასევე აუცილებელია გვესმოდეს, რომ სწორედ სომხეთმა განახორციელა აზერბაიჯანელთა ეთნიკური წმენდა თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და დაიკავა აზერბაიჯანული ყარაბაღი, რუსეთთან „ალიანსზე“ დაყრდნობით. ეს „ალიანსი“ ეხლა იშლება იმის გმო, რომ რუსებს არ აქვთ სურვილი  სომხების ინტერესებისა და ამბიციებისთვის იბრძოლონ. კუხო-ს სწორედ ამ მიზეზით არ აწყობს სომხეთს.

 

ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჟამად სომხეთმა პრაქტიკულად შეაჩერა კუხო-ს წევრობა.

 

„ჩვენი საზოგადოება გვეუბნება: რატომ აგრძელებთ კუხო-ს წევრად ყოფნას. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა და ნათლად აჩვენა, რომ ნაციონალიზმით დაავადებულ საზოგადოებას ეხლა არა რუსეთისა და კუხო-ს და მათი სამხედრო დახმარების, არამედ დასავლეთის იმედი აქვს. სომხეთი არასოდეს ყოფილა შორს დასავლეთისგან. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროე მოეწერა ხელი ევროსაბჭოსთან ყოვლისმომცველ და გაფართოვებულ პარტნიორულ შეთანხმებას" - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

 

დასავლეთმა უკვე დაიწყო სომხეთის იარაღით მომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თითქოს "ერევანი ყიდულობს ექსკლუზიურად თავდაცვით იარაღს", ყველას კარგად ესმის, რომ თანამედროვე ომში განსხვავება "თავდაცვით" და "შეტევისთვის გამიზნულ იარაღს შორის მცირეა და საბოლოო ჯამში აგრესიის მიზნებს ემსახურება.

 

უბრალოდ, სანამ სომხეთი "იცვლის მოკავშირეებს და მფარველებს", ის იძულებულია მიმართოს "მშვიდობისმოყვარე" რიტორიკას. საკითხავია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს რიტორიკა. ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებს ხომ ვერ ენდობი. მის მშვიდობისმოყვარეობაზე მისი ქმედებები უნდა მოწმობდეს  და ეს, გარდა არაანკლავური სოფლების დაბრუნებისა, ასევე უნდა მოიცავდეს ანკლავების დაბრუნებას და კომუნიკაციების განბლოკვას (მათ შორის ზანგეზურის დერეფნის) და აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნებას მშობლიურ მიწა-წყალზე.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 865


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები