პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას

24.04.24 11:40


ბოლო პერიოდში ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირებას სახელმწიფოს, პოლიციისა და ყველაფერი ქართულის მიმართ. 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი დადგეს და ყველას, ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ, გააგონოს - სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

 

„ჩვენ, როგორც ევროპელი ხალხი ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, რომ ის, რა მცდელობაც არის დღეს, რომ ჩვენ გვთხოვენ მორჩილებას, გვითხრან, რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება - ამას ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს.

 

ბოლო დროს, დისკუსიას გვიკრძალავენ, გვიკრძალავენ ფიქრს, განხილვას. გვეუბნებიან, რომ უბრალოდ დავემორჩილოთ რაღაც აზრებსა და დოგმებს. საუბრობენ, რომ თითქოს რაღაც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ამას საუბრობს ის ხალხი, რომელიც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები