პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება

24.04.24 16:40


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურისტულ სეზონთან მიმართებაში დადებით დინამიკას ელოდება. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის სახლში გამართულ სხდომაზე გააკეთა.

 

"ძალიან მალე აქტიური საზაფხულო სეზონი დაიწყება. უკვე გვაქვს პირველი კვარტლის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო არა ერთი მცდელობა, მომხდარიყო საზაფხულო და მთლიანად ტურისტული სეზონის მიმართ გარკვეული "ფეიკ" კამპანიები, დისკრედიტაციის მიზნით გორდებოდა სხვადასხვა კამპანია ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან, ჩვენ წელსაც შევძლებთ, რომ იმ დაგეგმილ ვიზიტორთა რაოდენობას მივაღწიოთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის. ეს დადებითი დინამიკა აისახება სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 64%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში”,- აღნიშნა მან.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები