პოლიტიკა

სამეგრელოს რეგიონში თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

24.04.24 17:20


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა.

 

„მსხვილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აგროკრედიტით ხელმისაწვდომი იყო. მცირე მეწარმეებისგან მხარდაჭერის პროგრამაზე იყო მოთხოვნა და ასეთი პროგრამაც შემუშავდა. ფერმერები, რომლებიც გაერთიანდებიან და შექმნიან კოოპერატივს, ტექნიკის შესაძენად მიიღებენ 50-პროცენტიან თანადაფინანსებას. მნიშვნელოვანია ფერმერების აქტიურობა და სახელმწიფო მზადაა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „ეწერი 2023“, „აგრო გეზათი 2024“ და „სუჯუნა 2024“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 395,327 ლარის ღირებულების ტრაქტორებისა და იმპლემენტების შეძენა 197, 664 ლარით დაუფინანსდათ.

 

„აღნიშნული პროგრამით 2023-2024 წლებში საქართველოს მასშტაბით 62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდა 7,275,591 ლარის ღირებულების 331 ერთეული გამწევი ტექნიკისა და იმპლემენტების შეძენა ღირებულების 50%-ით, 3,631,281 ლარით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023-2024 წლებში თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სახელმწიფოსგან 62 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შესაძენად ღირებულების 50%-ის (640,000 ლარზე მეტი) თანადაფინანსება მიიღო; მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში შვიდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 423,273 ლარით დაუფინანსდა 43 ერთეული ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შეძენა. 2016-2023 წლებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები