პოლიტიკა
24.04.24 18:00
საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივ-კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, იდეები და შენიშვნები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე თქვენი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა, ერთი მხრივ, პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებას ითვალისწინებს, კერძოდ, 30-ე მუხლში, რომელიც ქორწინების უფლებას და დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ხოლო მეორე მხრივ, ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს ეხება.
„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლება მოდის ხალხისგან. ხალხი, როგორც წესი, არჩევნების გზით წარმომადგენლობით ორგანოს მანდატს აძლევს და შემდეგ, საქართველოს შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში, პარლამენტი იღებს კანონმდებლობას. თუმცა ჩვენ გვაქვს დათქმა, რომ ზოგიერთ საკითხზე საკმარისი არ არის მხოლოდ არჩევნებზე მიღებული მანდატი და საპარლამენტო პროცედურებით ცვლილების განხილვა, არამედ საჭიროა ხალხის უშუალოდ ჩართვა. ასეთი დათქმა ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებას ან კონსტიტუციური კანონის მიღებას, ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რაც არის ჩვენი საზოგადოების საყოველთაო შეთანხმების ფუნდამენტი. კონსტიტუციაც ეს არის ხალხის შეთანხმება – როგორი სახელმწიფო გვინდა გქონდეს, რა ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და მმართველობის როგორი სისტემა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი შეთანხმების საფუძველი. ამიტომაც არის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება პროცედურულად ყველაზე უფრო რთული ცვლილებაა, რომელსაც, ერთი მხრივ, სჭირდება ხანგრძლივი განსჯა და, მეორე მხრივ, სჭირდება მაღალი კვორუმი – სამი მეოთხედი, ანუ 150 დეპუტატიდან 113-ის მხარდაჭერა, რომ ცვლილება მყისიერად შევიდეს ძალაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მუშაობას 17 მაისს დაასრულებს, რის შემდეგაც კომისია პარლამენტს წარუდგენს მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებს.
1tv.ge
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24