საზოგადოება

მიშა ბახსოლიანის მოთხრობა „აღსარება ხრუშოვკაში“ "წეროს" გამარჯვებული გახდა

15.12.16 21:50


14 დეკემბერს,საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა მიშა ბახსოლიანის მოთხრობა „აღსარება ხრუშოვკაში“; პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ვერცხლის წერო და 4000 ლარი გადასცეს. მეორე ადგილზე თამთა მელაშვილის მოთხრობა „მამაჩემი მტრედია“ გავიდა, რომელმაც ფულადი პრემიის სახით, 2000 ლარი მიიღო; მესამე ადგილი და 1000 ლარიანი ფულადი პრემია კი, თემურ ზოიძეს ხვდა წილად მოთხრობისთვის „წითელი კვერცხები“.

ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს რჩეული ოთხი მოთხრობა გამოავლინა: ანიკა ლაზვიაშვილის „სიყვარულით კომშებს“, თამთა მელაშვილის „მამაჩემი მტრედია“, ლუკა ბაქანიძის „მე ვეხებოდი, ჩუმად თქვა ხელმა” და მარიამ სამადაშვილის „დავალება“. მინისტრმა გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნები გადასცა.

ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

„წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე, ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური, ზვიად კვარაცხელია,) 400-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეული ნაწარმოებებიშეაფასა და გამარჯვებულიგამოავლინამკითხველმა. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე საშუალება ქონდათგამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.

საღამოზე ასევე დაჯილდოვდნენ ჟიურისა და გემომცემლობა ”ინტელექტის“ და "წიგნები ბათუმში" რჩეული ნაწარმოებები.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები