საზოგადოება

მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობას კერძო ინვესტორები 2017 წელს დაიწყებენ

16.12.16 15:00


2017 წელს კერძო ინვესტორების მიერ მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

ლექვინაძე განმარტავს, რომ პარკინგის პრობლემა კომპანია ”სითი პარკის” გაშვებით არ მოგვარდება. ”თბილისში რეგიტრირებულია 500 ათასამდე მანქანა. გვაქვს დაახლოებით 40-ათასი საპარკინგე ადგილი. ჩვენ გვაქვს მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის გეგმა, რაც დაახლოებით 10 ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. ამას მალე გამოვაცხადებთ. 2017 წელს დაიწყება კერძო ინვესტორების მხრიდან მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა, გარკვეული ლოკაციების გადაცემის სანაცვლოდ”, - განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა ”360 გრადუსში”.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები