საზოგადოება

29 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინები გადაეცა

16.12.16 15:30


მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა.

დევნილებს ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა გადასცეს.

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში 50 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“, 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის შემოდგომაზე დაასრულა.

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართები 29 დევნილ ოჯახზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 29 ბინიდან შვიდი – ერთოთახიანია, ჩვიდმეტი – ოროთახიანი და ხუთი – სამოთახიანი.

დარჩენილი 21 ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის კი განაცხადების შევსების დამატებითი ეტაპი გამოცხადდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები