საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში ავტოავარიაში მოყვნენ

16.12.16 16:15


საქართველოს სამი მოქალაქე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით.

ინციდენტი გუშინ გაჯიგაბულის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციი, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

„დაშავებულთა შორის საქართველოს სამი მოქალაქეა. ისინი ბაქოს საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მსუბუქად დაშავდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ვიცე-კონსულმა აზერბაიჯანში გუშინ სამი დაშავებული პირადად მოინახულა“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაშავებული მოქალაქეების ოჯახებთან მუდმივი კავშირი აქვს, დასძინა მან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები