საზოგადოება
16.12.16 17:00
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვანო ჩხარტიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ინგლისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება, სიცრუეს უწოდებს.
„ინგლისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი კატეგორიულად ვადასტურებთ ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეს, თითქოს ინგლისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება.
ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. უფრო კონკრეტულად, ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ბატონ ჩხარტიშვილს არ გააჩნია არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი წილი სადაო აქტივებში. ამ აქტივებში შედის: ,,ჯეი სი ფოთის წისქვილქარხნის“ წილი, ,,პრომეტკო ლიმითედის“ წილი, ,,ჯე-ეს-კო ლიმიტედის“ წილი, ,,საქართველოს თაბაქოს წარმოების“ წილი და ბევრი სხვა უძრავი ქონება, რომლებიც ბადრის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბატონი ჩხარტიშვილის მიერ იქნა უკანონოდ მითვისებული.
ნებისმიერ მხარეს, რომელსაც ამ ეტაპზე სურვილი აქვს შეიძინოს ეს ქონება ან აწარმოებს მოლაპარაკებებს ზემოთნახსენებ აქტივებთან დაკავშირებით, ბატონ ჩხარტიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, ვატყობინებთ, რომ მას არ აქვს არანაირი იურიდიული უფლებამოსილება ამ ქონებაზე, რომელიც მის მიერ თაღლითურად იქნა მითვისებული.
პირველი ინსტანციის მოსამართლის დასკვნა, რომ ბატონი ჩხარტიშვილი არის არაპატიოსანი მოწმე, რომელმაც უკანონოდ მიითვისა ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ისევ ძალაშია. ეს დასკვნა ბატონმა ჩხარტიშვილმა არც გაასაჩივრა. თავისი ცრუ განცხადებებით, მან შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება და ამისთვის მან პასუხი სრულად უნდა აგოს ყველა იმ მხარესთან ერთად, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ამ არაკანონიერად მითვისებულ ქონებასთან.
როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ვანო ჩხარტიშვილმა, სარჩელის ხანდაზმულობის საქართველოს კანონის გამოყენებით, გაგვირთულა ფულადი კომპენსაციის მიღება, რომელიც მან არაკანონიერი ქმედებების გამო უნდა გაიღოს. ეს ტექნიკურ-იურიდიული საკითხებია, რომლებიც ეხება სარჩელის წარმოებას თაღლითობის ქმედების ჩადენიდან გარკვეული დროის შემდეგ.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გააგრძელებს ანაზღაურების მიღების მცდელობას ბატონი ჩხარტიშვილისგან, მისი არაკანონიერი ქმედებების გამო. ,,ბლუ ტროპიკ ლიმითედის“, ,,კოპელა ვინჩერს ლიმიტედის“, ,,ჯი ეს სი ფოთის წისქვილქარხნის“, ,,პრომეტკო ლიმითედის“, ,,ჯე ეს კო ლიმითედის“ და ,,საქართველოს თაბაქოს წარმოების“, ასევე, ბადრის კუთვნილი სხვა ქონებების ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებად გასაღების ნებისმიერი მცდელობა არის სიცრუე.
მესამე მხარეები, რომლებსაც შეკითხვები გაუჩნდებათ ამ ქონებაზე, უნდა დაუკავშირდნენ ჩვენი ინტერესების დამცველების ლაშა ბირკაიასა და კობა კვანტალიანის ოფისს საქართველოში, ტელეფონზე +995 790 290-272 ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე [email protected].“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24