საზოგადოება

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აიდა ეზიდის დღესასწაულს ულოცავს

16.12.16 17:30


საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აიდა ეზიდის დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

”აიდა ეზიდი ერთ-ერთი გამორჩეული ეზიდური დღესასწაულია, რომელიც ყოველ წლის დეკემბერში აღინიშნება. ამ დღესასწაულის შესახვედრად, წინა სამი დღის მანძილზე, ყველა ეზიდურ ოჯახში განსაკუთრებული სადილი მზადდება ახლობლების, ნათესავებისა და მეზობლებისათვის გასაზიარებლად და მიცვალებულების გასახსენებლად. თავად დღესასწაული პარასკევს დგება.

ეზიდური ტექსტების თანახმად, ეს დღე სამყაროს დასაბამის, დაბადების, ახალი სიცოცხლის დღესასწაულია”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები