საზოგადოება

მარნეულში 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება საირიგაციო მომსახურება

16.12.16 18:10


სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შაუმიანის მექანიკური სარწყავი სისტემის და იმირასანის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებულია 10 კილომეტრი სიგრძის დახურული საირიგაციო ქსელის მოწყობა, რომელიც დაბა შაუმიანისა და სოფელ ხიხანის 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მოამარაგებს სარწყავი წყლით. დღეისათვის უკვე გაყვანილია 4 კილომეტრი მილსადენი.

სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 2 734 375 ლარია, 2017 წელს დასრულდება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები