საზოგადოება

ხვალ პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს

16.12.16 18:35


ხვალ, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ”საზოგადოება ივერიისა“-ს ცნობით, ხვალ პირველად დარეკავენ მახათას ტაძრის ზარებს.

„აღსანიშნავია, რომ იწყება მახათას პროექტის ახალი ეტაპი, რომელიც ტაძრის მშენებლობასთან ერთად მისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის შეძენას მოიცავს.

2016 წლიდან, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოების საქმიანობას სათავეში ჩაუდგა გიორგი თავაძე, რომელიც ამ ფონდის დაარსებიდან მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. შექმნილია ქტიტორთა საბჭო, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შედგება. ქტიტორთა საბჭო წევრები არიან, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია; მწერალი გურამ დოჩანაშვილი; კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი; პოეტი და ფილოლოგი ლია სტურუა; მწერალი ლაშა თაბუკაშვილი; ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე;

ისტორიკოსი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი; მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი; ჟურნალისტი და გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი; მწერალი და სცენარისტი კოტე ჯანდიერი;

დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი; კინორეჟისორი და სცენარისტი ლევან კოღუაშვილი; ჟურნალისტი ნინო ქაჯაია; ისტორიკოსი და წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლის დირექტორი, პროფესორი ეკა კვაჭანტირაძე; ”საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე გიორგი თავაძე 1998 წლიდან არის „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ პრეზიდენტი;

არის წმინდა გიორგის სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელი, ასევე ფასეულობათა კვლევის საზოგადოების დამფუძნებელი. 2015 წლიდან არის ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი. 2015 წლიდან კი გიორგი თავაძე არის საქართველოში ჰარვარდის ასოციაციის (კლუბი) პრეზიდენტი“, – ნათქვამია ”საზოგადოება ივერიისა“-ში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები