საზოგადოება

თბილისში რუსეთის მოქალაქე დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

16.12.16 20:20


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 10,6096 გრამი „მდმა“, 9,5725 გრამი „ელ-სე-დე“ და 0,46 გრამი კანაფის ფისი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“. დაკავებულს რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები