საზოგადოება

საქართველოში 19- 22 დეკემბრის ჩათვლით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

19.12.16 15:15


გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი დღეიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში დღისით- ცივ და უნალექო ამინდს, ღამე კი ყინვას პროგნოზირებს.

ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით ხვალ შუადღიდან გამოიდარებს და ნალექი თოვლის სახით მხოლოდ ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება.

19 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამე კი ყინვა გაძლიერდება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამით დასავლეთ საქართველოში -3 +2, ზოგ რაიონში -7, ხოლო მაღალ მთაში -20 გრადუსამდე დაეცემა.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატური ღამით -25 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში კი ღამე -6 -7 გრადუსის ფარგლებში იქნება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები