საზოგადოება

სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

19.12.16 15:55


შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

ტრენინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან 74 „მოთხილამურე პატრული“ ესწრებოდა, იტყობინებასაქართველოს შსს-ს პრესსამსახური.

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს.

„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები