საზოგადოება
07.02.17 19:50
საფრანგეთის ქალაქებში ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ფრანგ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი”, „ანთაძის მარანი”, „ხოხბის ცრემლები”, „ოქრო ღვინო”, „იაგოს ღვინო” და „კორტავების მარანი”.
ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზებულ დეგუსტაციებზე, ხოლო ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) – ტრადიციულ გამოფენებზე, სადაც ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეექვსედ მონაწილეობდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.
„ქვევრის ღვინო საქართველოდან ყველა მიმართულებით გადის, თუმცა ის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ღვინის ტრადიციულ მომხმარებელ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ექსპორტში ქვევრის ღვინის წილი დიდი არაა, ეს მაინც გამორჩეული ღვინოა და მას ყველა იცნობს, ვინც იცის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა და ისტორია. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი გახდეს. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე”, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში, ზემოთ აღნიშნულმა გამოფენებმა და სხვადასხვა დეგუსტაციებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა. როგორც გამოფენის მონაწილე საქართველოდან, მეღვინე იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, ტრადიციულად ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წლევანდელ გამოფენებზეც დიდი იყო.
„ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წელს კიდევ უფრო დიდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტულუზაში და ლიონში გამართული დეგუსტაციები. საფრანგეთის ამ სამხრეთ ნაწილში ქვევრის ღვინო წარმატებით იყიდება და ეს დეგუსტაციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ღვინის ცნობადობის გაზრდას. ქვევრის ღვინისადმი ასეთივე დიდი ინტერესი იყო გამოფენებზე (Les Penitentes, La Dive Bouteille), სადაც ამ პერიოდში თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები, მწერლები. გაფორმდა ახალი კონტრაქტები “, – აღნიშნა მან.
იაგო ბიტარიშვილის თქმით, გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა საფრანგეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ქართული ღვინის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, სურვილი გამოთქვეს, საქართველოს ეწვიონ „ახალი ღვინის ფესტივალზე”, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. გამოფენების პარალელურად, ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ ფრანგ კოლეგებს.
”La Dive Boutteille” და „Les Penitentes” საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად, ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს.
მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 2016 წელს საქართველოდან 36 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, 2017 წლის იანვარში კი უკვე 13 ათას ბოთლამდე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24