საზოგადოება

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილი ხევში გადაიჩეხა

08.02.17 15:45


ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის “მერსედესის” მარკის ავტომობილით ხევში გადაიჩეხა. მამაკაცის მანქანიდან ამოყვანას საათზე მეტი დრო დასჭირდა.

მომხდარის გამო გზის აღნიშნულ მონაკეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები