საზოგადოება

საჯარო სკოლებში შსს–ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

13.02.17 16:50


თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, რომლის ფარგლებში უწყების თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საგზაო მოძრაობის წესებზე გაკვეთილი ჩაატარეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. როგორც შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გაკვეთილის დასასრულს შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გაკვეთილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა.

პატრულ-ინსპექტორმა გაკვეთილზე მოძრაობის უსაფრთხოების წესებსა და ქვეითთა უფლებებზე ისაუბრა. კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ შსს-მ 2015 წელს აამოქმედა.

საინიციატივო ჯგუფები საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით პერიოდულად სხვადასხვა აქციას მართავენ. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები