საზოგადოება

საპატრიარქოს თანამშრომელს მღვდელმსახურის ციანიდით მოწამვლა სურდა

13.02.17 21:10


საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მას მამა გიორგი მამალაძემ მიმართა და საწამლავი ნივთიერების — ციანიდის შოვნა სთხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების — ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო გაწეული დახმარებისთვის, თავის მხრივ, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც სამკურნალოდ იმყოფება პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად, და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა“, — განაცხადა შოთაძემ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები