საზოგადოება

კაპრალი მარიკა მგელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

13.02.17 21:35


დღეს დილით გორში, “112”-ის სამაშველო ბრიგადამ კაპრალი მარიკა მგელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მარიკა მგელაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის, სამედიცინო ასეულის ფარმაცევტის, კაპრალ მარიკა გელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები