საზოგადოება

პატრიარქის ექიმი: პატრიარქი რამდენიმე დღით კვლავ ბერლინის კლინიკაში დარჩება

14.02.17 15:00


“პატრიარქი რამდენიმე დღით კვლავ ბერლინის კლინიკაში დარჩება”, – ამის შესახებ ბერლინის კლინიკის ქირურგმა, მარტინ სტრიკიმ ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, უნდა დაველოდოთ მომდევნო რამდენიმე დღეს. ამ მომენტისათვის, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის თავს კარგად გრძნობს.

სავარაუდოდ, სამშობლოში გაფრენამდე, მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთ,“-განაცხადა საქართველოს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა, პროფესორმა მარტინ სტრიკიმ.

პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით კი, უწმინდესი ამ ეტაპზე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.

”ჩვენ გავიგეთ პროფესორისგან, რომ თვითონ კმაყოფილია. როცა ქირურგი კმაყოფილია ოპერაციით, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით დაიწყო და დასრულდა. ყველას გილოცავთ, ყველაფერი კარგად არის. ჯერ იქნება ინტენსიურ თერაპიაში”, – აღნიშნა შარტავამ „რუსთავი 2“-თან საუბარში. საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა. უწმინდესს ბერლინის კლინიკაში ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები