საზოგადოება

საქართველოს პატრიარქი საავადმყოფოდან, შესაძლოა, ერთ კვირაში გამოწერონ

14.02.17 18:45


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკიდან ერთ კვირაში გამოწერენ. ამ კლინიკაში მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ილია მეორემ გასული წლის ბოლოს ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რომელსაც ნაღვლის ბუშტის ანთება მოჰყვა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი გერმანიაში გასულ კვირაში გაემართა. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს.

„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს“, — ნათქვამია განცხადებაში. პატრიარქი 84 წლისაა. ის ქართულ ეკლესიას სათავეში 39 წელი უდგას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები