საზოგადოება

მამა გიორგი მამალაძე რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

15.02.17 15:10


მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე რუსთავის N მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებენ.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე პირს სთხოვდა, შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც, მზად იყო, გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა. „2017 წლის 10 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის სახით, დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“, – აცხადებენ პროკურატურაში.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები