საზოგადოება

საქართველოს მაღალმთიანეთში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

15.02.17 21:50


სამეგრელოში, ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე ახალი ტურისტული მარშრუტის „ტობა“ განვითარება იგეგმება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის პაატა ლაგვილავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კონცეფციის თანახმად, დაგეგმილია ტობას ხუთი ტბის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარება. ტურისტული მარშრუტი ჩხოროწყუს რაიონის კურორტ მუხურიდან დაიწყება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება მდინარე გვალაშარას გასწვრივ სამოყვარულო და პროფესიული კანიონინგის ჩატარებისთვის.

„ამჟამად ტურისტული მარშრუტი 35 კილომეტრს შეადგენს, თუმცა მას შემდეგ, რაც აიგება საბაგირო გზა, ტურისტები ტობასთან დაკავშირებას უფრო მოკლე მარშრუტით შეძლებენ.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია საბაგირო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დამონტაჟება, რათა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას ზიანი არ მიადგეს“, — განაცხადა ლაგვილავამ. ეს საკმაოდ საინტერესო მარშრუტი იქნება, რომელიც რეგიონს დამატებით ინვესტიციებს მოუტანს. გარდა ამისა, ეს ჩვენი რეგიონისთვის ახალი ტურისტული მიმართულება იქნება, აღნიშნა მან. „ტობა უზარმაზარ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს შორის. თუმცა ამჟამად იქ აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ არის. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ტობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, — აღნიშნა ლაგვილავამ. ახლა ზოგიერთ ტბასთან მისასვლელად 8 და 12 კილომეტრის ფეხით გავლაა საჭირო. ამ ეტაპზე დაგეგმილია პროექტის შემუშავება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი „ტობას“ როგორც ღირებულება, ისე მარშრუტი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები