საზოგადოება

18 ივნისიდან, ”ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

15.02.17 22:00


”ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი „აირბას A320“ და 230-ადგილიანი ”აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99 ლარი/£ 34.99-დან.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია, როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.

„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ, ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“, – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა, სორინა რაციმ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები