საზოგადოება

აჭარა ირანელ ტურისტებს იზიდავს

15.02.17 22:20


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ირანის ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები მოიწვია, რომლებიც საქართველოს ამ კუთხის ტურისტულ პოტენციალს უკვე ეცნობიან.

11 ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი აჭარას სამი დღით სტუმრობს – მათთვის საინფორმაციო ტური მოეწყო.

„მიმდინარე წელს ირანი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება. გასულ წელს რეგიონს დიდი რაოდენობის ირანელი ტურისტი და ვიზიტორი ეწვია“, — ნათქვამია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2016 წელს აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა. ირანის ტუროპერატორების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც რეგიონს 2016 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ესტუმრნენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,5%-ით გაიზარდა. იანვარ–ოქტომბრის პერიოდში რეგიონს 295200 უცხოელი ესტუმრა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები