საზოგადოება

ვაკეში, სავარაუდოდ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

16.02.17 14:35


არსებული ინფორმაციით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არაოფიციალური ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა, მათ შორის ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

საქმის ძიება თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.

“კვირას“ ინფორმაციის გადამოწმებას მთავარ პროკურატურაში ცდილობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები