საზოგადოება

ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება

16.02.17 16:25


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ორშაბათს გერმანიაში გაუკეთდა ოპერაცია, 20 თებერვალს დაბრუნდება სამშობლოში, ამის შესახებ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ბერლინის კლინიკაში ჰელიოს ბერლინ-ბუხ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ოპერაცია გაუკეთეს.

ხუთშაბათს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საავადმყოფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოინახულებს, რომელიც უკვე იმყოფება გერმანიაში.

გერმანიაში საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17-19 თებერვალსაა დაგეგმილი.

გასული წლის ბოლოს ილია მეორემ ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რომელმაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 84 წლისაა და იგი ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიის სათავეში 39 წელია დგას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები