საზოგადოება

საქართველოში სკოლის მოსწავლეები დიდ ხუთშაბათს არ დაისვენებენ

17.02.17 19:25


სააღდგომო არდადეგები საქართველოს სახელმწიფო სკოლებში დაიწყება არა დიდ ხუთშაბათს, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ვნების პარასკევს, განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სკოლებში დასვენების დღეები იქნება მაშინ, როდესაც დაისვენებს სახელმწიფო სამსახურები და დაწესებულებები — ვნების პარასკევიდან, რომელიც წელს 14 აპრილს უწევს, 17 აპრილის ჩათვლით. წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ დააწესა საგაზაფხულო არდადეგები, რომელიც 8 მარტს დაიწყება და 15-მდე გაგრძელდება. საქართველოში სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და 15 ივნისს სრულდება. პირველკლასელები სწავლას 27 მაისს ამთავრებენ, ხოლო მე-12 კლასელები — 20 მაისს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები