საზოგადოება

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ბათუმში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა

17.02.17 19:40


„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აგრძელებს ამბულატორიული ქსელის გაფართოებას და ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ს.ხიმშიაშვილის ქ. #20-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში. ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ.

20, 21 და 22 თებერვალს ახალგახსნილ ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებისგან მიიღოს კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევები სრულიად უფასოდ. სამედიცინო კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები