საზოგადოება

თბილისში პიკასოს, რუბოსა და კანდინსკი სურათებს გამოფენენ

17.02.17 20:35


გამოჩენილი მხატვრების — პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკისა და ფრანც რუბოს ორიგინალი ნამუშევრები გამოიფინება თბილისის ხელოვნების სასახლეში (თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი).

მსოფლიო შედევრების ექსპოზიცია 18 თებერვალს, 14:00 საათზე გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება. პიკასოს, კანდინსკისა და რუბოს ნახატების გარდა გამოფენის სტუმრები იხილავენ ქართველი ფერმწერის, პედაგოგისა და XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართული რეალისტური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის გიგო გაბაშვილის ნამუშევრებსაც.

ყველა ნამუშევარი — რვა ნახატი ცნობილ ქართველ კოლექციონერს დავით კობახიძეს ეკუთვნის და წარმოდგენილია აშშ-ის მუზეუმში.

„ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები უკვე ჩამოვიდა, სულ მალე შედევრების ორიგინალებსაც იხილავთ, ეს უნდა ნახოთ, ეს არ უნდა გამოტოვოთ!“ — წერს თავის გვერდზე მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია. ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლის დავით არსენიშვილის დარბაზში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები