საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე - ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს

17.02.17 21:15


ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ახალ გეგმაზე კომენტირების დროს განაცხადა, რომელიც ე.წ. წითელ ზოლში მყოფი დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვას ითვალისწინებს.

ვასილ მაღლაფერიძის მტკიცებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია.

„ეს არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი და სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. არხის რეიტინგს განაპირობებს გადაცემები და მანამდე უნდა გამოსწორდეს არხის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია, რომ ეს თანხები მივმართოთ ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. ჩვენ სხვა გზა არ ვიცით როგორ უნდა დაიზოგოს თანხა და ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. რეიტინგები და შეფასებები ჩვენ არ დაგვიდგენია, ეს არის ობიექტური მთვლელების დადგენილი, აქ ადამიანის ხელი არ ურევია და ჩვენი პრინციპული ხედვაა, რომ ეს არ უნდა მოხდეს სუბიექტური ფაქტორებით“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები