საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

20.02.17 16:30


21 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ღამით -1:+4 გრადუსი იქნება, ზოგან -5-მდე; დღისით – 8;13 გრადუსი, მთაში ღამით -10; -5 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით – 2;7 გრადუსი; მაღალმთაში ღამით -17;-12 გრადუსი; დღისით – 0;5 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ღამით -6;-1 გრადუსი; ზოგან -11 გრადუსამდე. დღისით – 7;12; მთაში ღამით – -13;-8 გრადუსი; დღისით – 1;6 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -15;-10; ზოგან -20 გრადუსამდე; დღისით -1;+4 გრადუსი; ზოგან – -5 გრადუსამდე.

თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -4; დღისით 11 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი საქართველოში 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები